Wondernet Express Investment Group-ის ლოგისტიკური დერეფანი
ძირითადი კომპონენტები ლოგისტიკური გადაწყვეტილებების:
- სწრაფი და უსაფრთხო გადაზიდვა ბაქოს პორტიდან ბათუმის პორტამდე
- სარკინიგზო ვაგონების სწრაფი გადმოტვირთვა
- ტვირთის უსაფრთხო დასაწყობება ტერმინალში
- გემზე დატვირთვის სიჩქარე
ბათუმისმინერალური სასუქების ტერმინალი
ბათუმისმინერალური სასუქების ტერმინალი


ტერმინალის სიმძლავრე?
ტერმინალს აქვს წელიწადში 1.5 მილიონ ტონაზე მეტი მინერალური სასუქის დამუშავებისა და გადატვირთვის სიმძლავრე.
საწყობის ტევადობა?
საწყობის ტევადობა (დასაწყობების მოცულობა) 80 000 ტონამდეა.
რა არის გემზე დატვირთვის სიჩქარე?
გემზე დატვირთვის სიჩქარემ შეიძლება საათში 1 200 ტონას მიაღწიოს, რაც საშუალებას გვაძლევს, 50 000 ტონიანი გემების დატვირთვა 2-3 დღეში დავასრულოთ.
როგორია მარშრუტები?
სარკინიგზო ვაგონები იტვირთება აზერბაიჯანში, ბაქოს პორტში, და აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის გავლით პირდაპირ ბათუმის პორტში იგზავნება (გადაიტვირთება). ეს ქმნის ყველაზე მოკლე და ეფექტურ მარშრუტს ცენტრალური აზიიდან შავი ზღვისკენ, შემდგომ კი — დანარჩენ მსოფლიოში ტვირთის გადასაზიდად.
რა დრო სჭირდება ტვირთის ჩამოტანას ბაქოდან ბათუმში?
ბაქოს პორტიდან დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე — ბათუმის სასუქების ტერმინალამდე — ტვირთის ჩამოსვლას 4 დღე სჭირდება.

„Wondernet-ი დაარსდა 2017 წლის აპრილში ADIA-ს, Covalent-ისა და Trammo Inc.-ის მიერ. დღესდღეობით კომპანიაში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ ამ ტერმინალში 25 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა). ტერმინალის მშენებლობა დაიწყო 2019 წლის აპრილში, ხოლო 2021 წლის აპრილში კომპანიამ მიიღო სამუშაო ნებართვა და პირველი ტვირთი — კარბამიდი.“
ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის საერთო ფართობია 1,5 ჰექტარი. მას გააჩნია სამი დახურული საწყობი, რომლებსაც შეუძლიათ 80 000 ტონამდე ტვირთის შენახვა და აღჭურვილია დატვირთვა-გადმოტვირთვის საკონვეიერო სისტემებით, კანალიზაციისა და კომუნიკაციების სისტემებით, უსაფრთხოების ვიდეოკამერებით, ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით და ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტერმინალის უსაფრთხო და გამართულ მუშაობას. ტერმინალის სრული გამტარუნარიანობა შეადგენს წელიწადში 1,5 მილიონ ტონაზე მეტს.



