2017 წლის დასაწყისში Wondernet Express-მა წამოიწყო პროექტი ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მშრალი ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის პორტებამდე აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

ამ მიზნით კომპანიამ გააფორმა რიგი შეთანხმებებისა ამ მარშრუტის ძირითად პარტნიორებთან – საქართველოს რკინიგზასთან, აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ბაქოს პორტთან და ბათუმის პორტთან.

Wondernet-მა და Trammo, Inc.-მა გააფორმეს შეთანხმება საერთო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მინზად ისახავდა სასუქების ტერმინალის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ბათუმის საზღვაო პორტში.

Wondernet დაარსდა 2017 წლის აპრილში ADIA-ს, Covalent-ისა და Trammo Inc.-ის მიერ და დასაქმებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ ამ ტერმინალში 25 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ. ტერმინალის მშენებლობა დაიწყო 2019 წლის აპრილში, ხოლო 2021 წლის აპრილში კომპანიამ მიიღო სამუშაო ნებართვა და პირველი ტვირთი — კარბამიდი.

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის საერთო ფართობია 1,5 ჰექტარი. მას გააჩნია სამი დახურული საწყობი, რომლებსაც შეუძლიათ 80 000 ტონამდე ტვირთის შენახვა და აღჭურვილია დატვირთვა-გადმოტვირთვის საკონვეიერო სისტემებით, კანალიზაციისა და კომუნიკაციების სისტემებით, უსაფრთხოების ვიდეოკამერებით, ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით და ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტერმინალის უსაფრთხო და გამართულ მუშაობას. ტერმინალის სრული გამტარუნარიანობა შეადგენს წელიწადში 1,5 მილიონ ტონაზე მეტს.

2021

აგვისტო

რეგიონში ყველაზე დიდმა გემმა Arborella-მ ბათუმის ტერმინალში 44000 ტონა კარბამიდი დატვირთა და სამხრეთ ამერიკაში გავიდა.

2021

ივნისი

ბათუმის სასუქის ტერმინალის გახსნის ოფიციალური ცერემონია. ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ტერმინალი წელიწადში 1 500 000 ტონაზე მეტ მინერალურ სასუქს გადაამუშავებს და გადაზიდავს.

2021

მარტი

პირველი ტვირთი ბათუმის ახალ მულტიმოდალურ ტერმინალში ჩავიდა. 2021 წლის 27 მარტს თურქმენეთიდან საქართველოში 47 ვაგონი კარბამიდით იქნა შემოტანილი. ტვირთი გადმოიტვირთა და ინახებოდა შენახვის ყველა საერთაშორისო რეგლამენტის მიხედვით.