ჩვენ შესახებ
2017 წლის დასაწყისში Wondernet Express-მა წამოიწყო პროექტი ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მშრალი ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის პორტებამდე აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
ამ მიზნით კომპანიამ გააფორმა რიგი შეთანხმებებისა ამ მარშრუტის ძირითად პარტნიორებთან – საქართველოს რკინიგზასთან, აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ბაქოს პორტთან და ბათუმის პორტთან.
Wondernet-მა და Trammo, Inc.-მა გააფორმეს შეთანხმება საერთო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მინზად ისახავდა სასუქების ტერმინალის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ბათუმის საზღვაო პორტში.

„Wondernet-ი დაარსდა 2017 წლის აპრილში ADIA-ს, Covalent-ისა და Trammo Inc.-ის მიერ. დღესდღეობით კომპანიაში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ ამ ტერმინალში 25 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა). ტერმინალის მშენებლობა დაიწყო 2019 წლის აპრილში, ხოლო 2021 წლის აპრილში კომპანიამ მიიღო სამუშაო ნებართვა და პირველი ტვირთი — კარბამიდი.“
ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის საერთო ფართობია 1,5 ჰექტარი. მას გააჩნია სამი დახურული საწყობი, რომლებსაც შეუძლიათ 80 000 ტონამდე ტვირთის შენახვა და აღჭურვილია დატვირთვა-გადმოტვირთვის საკონვეიერო სისტემებით, კანალიზაციისა და კომუნიკაციების სისტემებით, უსაფრთხოების ვიდეოკამერებით, ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით და ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტერმინალის უსაფრთხო და გამართულ მუშაობას. ტერმინალის სრული გამტარუნარიანობა შეადგენს წელიწადში 1,5 მილიონ ტონაზე მეტს.





აგვისტო
რეგიონში ყველაზე დიდმა გემმა Arborella-მ ბათუმის ტერმინალში 44000 ტონა კარბამიდი დატვირთა და სამხრეთ ამერიკაში გავიდა.

ივნისი
ბათუმის სასუქის ტერმინალის გახსნის ოფიციალური ცერემონია. ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ტერმინალი წელიწადში 1 500 000 ტონაზე მეტ მინერალურ სასუქს გადაამუშავებს და გადაზიდავს.

აპრილი
პირველი ტვირთი, 47 ვაგონი კარბამიდი ბათუმის ახალ მულტიმოდალურ ტერმინალში 2021 წლის აპრილში შემოვიდა თურქმენეთიდან. ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა შენახვის ყველა საერთაშორისო რეგლამენტის დაცვით.

