„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელური დისკუსია „საქართველო – ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ გაიმართა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელური დისკუსია „საქართველო – ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ გაიმართა. დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა.

საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ მიმზიდველ გარემოსა და ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე Trammo, Inc.-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ოლივერ სტენტონმა,

Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა, Galt & Taggart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა და Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე ებუბეკირ ტივნიკლმა. მათ ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომელთა გამოც საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად პერსპექტიული და საინტერესო ქვეყანაა.