საერთაშორისო კომპანია “არგუს”-ის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელიც სასუქების კასპიის, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს შეეხებოდა
მიმდინარე წლის 22-23 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, საერთაშორისო კომპანია “არგუს”-ის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელიც სასუქების კასპიის, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს შეეხებოდა.
აღნიშნულ კონფერენციაზე, Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა – მამუკა მურჯიკნელმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო კომპანიის მიღწევებისა და გამოცდილებების შესახებ, შემდეგ კი – გაიმართა პანელური დისკუსია ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.




