თურქმენეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი
პატივი გვქონდა, გვეუმასპინძლა თურქმენეთის სამთავრობო დელეგაციისთვის, რომელსაც სახელმწიფო სასაქონლო და ნედლეულის ბირჟის თავმჯდომარის მოადგილე — იუსუფ ამანსარიევი ხელმძღვანელობდა.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მურჯიკნელმა, სტუმრებს ტერმინალის სამუშაო პროცესი გააცნო. მათ ასევე განიხილეს კომპანიის სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
