Argus Mineral Fertilizers – 2022. ყოფილი საბჭოთა კავშირის, კასპიისა და შავი ზღვის ბაზრები
15-16 სექტემბერს, საქართველოში, ქალაქ ბათუმში, Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით გაიმართა [კონფერენცია] „Argus Mineral Fertilizers – 2022. ყოფილი საბჭოთა კავშირის, კასპიისა და შავი ზღვის ბაზრები“.
კონფერენციას ესწრებოდნენ წამყვანი მწარმოებლები, ასევე სავაჭრო და ლოგისტიკური კომპანიები როგორც აღნიშნული, ისე სხვა ბაზრებიდანაც.
16 სექტემბერს, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, სწვეოდნენ Wondernet Express Investment Group-ის მფლობელობაში არსებულ და მის მიერ ოპერირებად მინერალური სასუქების ტერმინალს და ადგილზე გასცნობოდნენ სამუშაო პროცესს.
