Wondernet Express Investment Group-ს, სს „ყაზაზოტ“-სა და სს „აქტაუს საზღვაო პორტ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ასტანაში, Wondernet Express Investment Group-ს, სს „ყაზაზოტ“-სა და სს „აქტაუს საზღვაო პორტ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში ინფრასტრუქტურული და მინერალური სასუქების ტვირთბრუნვის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითრებაზე.

მემორანდუმის ხელმომწერები არიან Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი, სს „ყაზაზოტ“-ის გენერალური დირექტორი არმან მაულეშევი და სს „აქტაუს საზღვაო პორტი“-ს პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, აბაი ტურიკპენბაიევი.